ზაფხულის ტურისტული სეზონი პიკურ ფაზაში შედის და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სათანადო მზაობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება.
სასტუმროების, კვების ობიექტებისა თუ ტურისტული სერვისების მომწოდებლებისთვის ეს ის პერიოდია, როდესაც თითოეული დეტალი - მომსახურების ხარისხიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურის განახლებით დამთავრებული - მომხმარებლის კმაყოფილებასა და შემოსავლების ზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" ტურისტულ ბიზნესებს მათ საქმიანობაზე მორგებულ დაფინანსებას სთავაზობს.
სესხის მიღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაფართოებისთვის, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინვენტარის განახლების, სეზონური თანამშრომლების დასაქმების, ახალი სერვისების დანერგვისა და საბრუნავი კაპიტალის შევსებისთვის.
"ევროკრედიტის" შეთავაზების ფარგლებში, ტურიზმის სექტორში მოქმედ ბიზნესებს შეუძლიათ, სწრაფად და მარტივად შეავსონ განაცხადი და ისარგებლონ დაფინანსებით:
- 200 000 ლარამდე - უძრავი ქონების უზრუნველყოფით;
- 30 000 ლარამდე - უზრუნველყოფის გარეშე;
მთავარი უპირატესობა კი გადახდის ინდივიდუალური, სეზონურობაზე მორგებული გრაფიკია.
"ევროკრედიტის" შეთავაზება ღიაა ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისთვის, მათ შორის:
- საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროებისთვის;
- კვების ობიექტებისთვის (რესტორნები, კაფეები, ბარები);
- ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორებისთვის;
- გიდებისა და სატრანსპორტო/სატრანსფერო კომპანიებისთვის;
- ტურისტული ატრაქციონებისა და გასართობი სივრცეების მფლობელებისთვის.
დაფინანსება მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვის საშუალება არ არის. სწორად განაწილებული ფინანსური რესურსი ბიზნესს საშუალებას აძლევს, გაზარდოს მომსახურების ხარისხი, გააფართოოს შეთავაზებები, მოიზიდოს მეტი მომხმარებელი და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
"ევროკრედიტში" სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 30-მდე ფილიალში, სადაც კვალიფიციური კონსულტანტები ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საუკეთესო პირობებს შეგარჩევინებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eurocredit.ge/business-loan




























