ჰოლანდიელი ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოს და ქართველი ხალხის დასახმარებლად ევროკავშირს სასწრაფო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, საჭიროა პერსონალური სანქციების დაწესება პოლიტიკური ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ, ასევე, პროტესტებზე ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება და ახალი, სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ.
ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენელი ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ "ოცნება“ ხელისუფლებაში რუსეთის მძიმე გავლენის ქვეშ მანიპულირებული არჩევნებით მოვიდა.
„ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ასობით ათასი [ადამიანი] გამოდის ქუჩებში თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რუსეთის მძიმე გავლენის ქვეშ მანიპულირებული არჩევნებით მოვიდა და ასევე არის რუსეთის და მდიდარი ოლიგარქის გავლენის ქვეშ.
მათ გადაწყვიტეს ევროკავშირთან ყველა მოლაპარაკების დაპაუზება, მოსახლეობის 80%-ზე მეტის სურვილის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ სანამ ოფიციალური ან ეგზიტპოლის შედეგები გახდებოდა ცნობილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისგან მილოცვა მიიღეს. ისინი არც კი ცდილობენ არჩევნების გაყალბების დაფარვას.
ჩვენ ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ და ეს ნიშნავს მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ მეთაურების წინააღმდეგ. ახალ და სამართლიან არჩევნებს. დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა დასრულდეს. დაკავებულები კი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ", - აცხადებს თიის როიტენი.
🇬🇪 Day 8 of protests in Georgia against stalled EU accession.
— Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) December 5, 2024
Urgent action 🇪🇺 needed:
👉 Personal sanctions against political leaders and Ivanishvili
👉 Stop violence and repression protests
👉 New, fair, internationally monitored elections pic.twitter.com/rgQWc2APFV