მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა

600abb7fbba60
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.21 20:20
847
ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 11 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაზე წნეხი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ალექსეი ნავალნი დააპატიმრა. 

BBC წერს, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაც მოუწოდებს.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, კრიტიკულად გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგალითად როგორიცაა NordStream 2-ი, რომლის სამშენებლო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", – აცხადებენ ევროპულ კავშირში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები რუსულ გემ Fortuna-ს, რომელსაც მილსადენი გაჰყავს. სავარაუდოდ, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ აღნიშნული პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2016-ში აცხადებდა, რომ ეს „ცუდი გარიგება“ იქნებოდა ევროპისათვის, რადგან რუსეთის გავლენას ევროპაზე მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი NordStream 2-ის პროექტის საკითხის განხილვას ჯო ბაიდენის კაბინეტთან გეგმავს.

შეგახსენებთ, Nord Stream-2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1,230 კილომეტრია. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთის და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები