მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით - რობერტა მეცოლა

მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში, სხდომის გახსნაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და დაგმო საქართველოს მთავრობის ქმედებები.

მან განცხადება ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვამდე გააკეთა და თქვა, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

"როდესაც ბოლოს სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. ეს ნაბიჯები უკუსვლაა ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო, ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის და მომავლისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება",- განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და კიდევ ერთხელ, მკაცრად გააკრიტიკა "ოცნების" პოლიტიკა და ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები