ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა.
მის ამ ნაბიჯს სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე დოკუმენტის დამტკიცება უძღოდა წინ. ევროპარლამენტარებმა ბიუჯეტს მხარი 406 ხმით 184-ის წინააღმდეგ დაუჭირეს, 69 დეპუტატმა კი კენჭისყრისას თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, 2027 წლის ბიუჯეტში ვალდებულებების ასიგნებები €199.7 მილიარდით ($218.9 მლრდ) განისაზღვრა, გადახდების ასიგნებებმა კი €211.5 მილიარდი შეადგინა.
ინფორმაციისთვის, 2027 წლის ბიუჯეტი ევროკავშირის 2021-2027 წლების გრძელვადიანი ფინანსური ჩარჩოს ბოლო წლიური დოკუმენტია. იგი ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.
























