მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული - რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული. მან ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.

"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.

ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული",- წერს მეცოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები