დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც ჰიბრიდული ომები, კიბერტერორიზმი, დეზინფორმაცია და საარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევა ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებად იქცა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების არსებობა. ირინკა მამულაშვილი სწორედ ასეთი საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. ის ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევით ინსტიტუტში - Royal United Services Institute-ში (RUSI) მუშაობდა, სადაც იკვლევდა უკრაინის ომის საკითხებს, რუსულ საბოტაჟსა და საფრთხეებს ევროკავშირისა და ნატოსთვის. ირინკას პროფესიული გზა მოიცავს მუშაობას ევროპარლამენტში, ბრიტანეთის პარლამენტსა და საქართველოში . ის არის Chevening-ის პრესტიჟული სტიპენდიანტი და ამჟამად გაეროს კონსულტანტის რანგში ეხმარება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს კარიერულ განვითარებაში. რა არის დღეს გლობალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა და როგორ მუშაობენ სპეციალისტები ჰიბრიდულ საფრთხეებზე?
სტუმარი: ირინკა მამულაშვილი - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























