მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
23.04.24 17:53
712

"ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპარლამენტარები იტყუებიან როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ის იმედოვნებს, რომ ევროპა "მოახერხებს და დაძლევს ამ პრობლემას".

"ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი საქართველოს საზოგადოებისთვის. სადაც აცხადებდნენ კეზერაშვილს საწყალ დევნილად, სააკაშვილს და გვარამიას პოლიტიკურ პატიმრებად და ითხოვდნენ საზოგადოების თვალში არავითარი ფასი არ აქვს ევროპარლამენტის განცხადებებს. სამწუხაროდ ეს ტყუილი ფართოდ არის გამჯდარი ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოოდ ახერხებენ თავიანთი ტყუილების გატანას. ეს არის უკიდურესად არაევროპული მოვლენა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ამ პრობლემებს, რომელიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. დეპუტატმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირს მოუწოდა მეტი ყურადღება მიაქციონ საქართველოში მიმდინარე პროცესის მიმართ და სანქციები დაუწესონ მათ ვინც საქართველოს რუსული მოდელით შეცვლას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები