მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა COVID-პასპორტის შემოღებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა

60c0cea299c5f
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.21 18:57
646
ევროპარლამენტმა ციფრული COVID-პასპორტის შემოღებას საბოლოოდ აუნთო „მწვანე შუქი“. ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის პირველი ივლისიდან შევა და 12 თვის ვადით იმოქმედებს. ინფორმაცია Schengenvisainfo.com-ზე ვრცელდება.

ციფრული COVID-პასპორტის შემოღებას მხარი 543-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93 წინააღმდეგი იყო, ხოლო 46-მა მათგანმა თავი შეიკავა. კოვიდსერტიფიკატების დანერგვა ევროკავშირში მოგზაურობისა და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობის ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი პირები, თუმცა ის პირები, ვინც ჩინური ან რუსული ვაქცინით არიან აცრილნი, მათi ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა მიიღონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, დოკუმენტში აღნიშნული იქნება, არის თუ არა პირი აცრილი კორონავირუსზე, თუ აქვს COVID-19-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ან გადაიტანა თუ არა covid-19.

ამასთან, Schengenvisainfo.com-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები