მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ეუ

12 მარტს ევროპარლამენტმა მხერი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ბლოკის წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ უკვე არსებული შენობების იმგვარად რეაბილიტაციას, რომ მათი ენერგოეფექტურობა გაიზარდოს, რაც საბოლოოდ EU-ს ნახშირბადის ემისიებს შეამცირებს.

კანონპროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 370 წევრმა 199-ის წინააღმდეგ.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული შენობები ევროკავშირის ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარენ, რისი უმრავლესობაც წიაღისეული საწვავით გენერირდება.

ახალი კანონის თანახმად კი, უკვე აშენებული შენობები იმგვარად გადაეწყობა, რომ ნაკლები ენერგია მოიხმარონ - აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს, მოსახლეობისთვის კი კომუნალურ გადასახადებს შეამსუბუქებს.

ახალი კანონის ფარგლებში, EU-ს 27-ვე წევრი ქვეყანა არარეზიდენტული ტიპის შენობებს, მაგალითად, ოფისებსა და საავადმყოფოებს, ახალ სტანდარტებს მოარგებს, რისთვისაც დაფინანსებას ევროკავშირის ფონდიდან მიიღებენ.

შესაძლოა, ახალი სტანდარტები საცხოვრებელ შენობებზეც გავრცელდეს, თუმცა მათი დანერგვის ვალდებულება ინდივიდუალურ ოჯახებზე არ ვრცელდება.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე ქვეყნები, მათ შორის იტალია, ამტკიცებდნენ რომ მსგავსი რენოვაციებისთვის ქვეყნებს საკმარისი ბიუჯეტი არ აქვთ, თუმცა მისი ინიციატორი, კიარან კაფი ამბობს, რომ EU მზად არის, შენობების ენერგოეფექტურობისთვის დიდი ოდენობით სახსრები გამოყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები