გაძვირებულ ტურისტულ გადასახადებთან ერთად, ტურისტებმა მოგზაურობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ გაფიცვები. ძალიან ბევრ ქვეყანაში, აეროპორტებსა და სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულები სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესების გამო, პროტესტის ხერხს მიმართავენ. ეს კი თავის მხრივ, გადადებულ ფრენებს და ტრანსპორტის შეფერხებულ გადაადგილებას გულისხმობს. რომელ ქვეყანაში რა გაფიცვაა დაგეგმილი?