მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა" - BBC

მაიმუნის ყვავილი

ევროპაში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო BBC შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება, "მაიმუნის ყვავილი" აღმოჩნდა. პირი, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინდა, აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა "მაიმუნის ყვავილის" ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, აფრიკაში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები