კოპენჰაგენში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ახალი სარკინიგზო პროექტი, სახელწოდებით Starline წარუდგინა. საუბარია, 22 000 კილომეტრიანი ქსელის შესახებ, რომელიც ერთმანეთთან ევროპის საზღვრებში არსებულ 39 მიმართულებას დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ცნობილი ხდება ისიც, რომ ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ამ ქვეყნებს დაფარავს, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და ამავე დროს მგზავრებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სერვისისა და მომსახურების მიმართულებით. როდის დასრულდება პროექტი და კიდევ რა ბენეფიტებით იქნება ახალი სარკინიგზო ხაზი გამორჩეული?