მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში TESLA-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა

Tesla

ილონ მასკის პოლიტიკური აქტიურობის ფონზე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა.

ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ილონ მასკი გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებს მხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში ისეთი შინაარსის პოსტებს ავრცელებს, რომელთაც რთულია პოლიტკორექტული ვუწოდოთ. ამასთან, ევროპელები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებით დაკარგეს.

საერთო ჯამში, 2025 წლის დასაწყისში Tesla-მ ევროპის ბაზარზე 19,046 ელექტრომობილი გაყიდა, ნაცვლად 2024 წელს დაფიქსირებული 37,311 ერთეულისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები