მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOYOTA-ს და LEXUS-ის ელექტრომობილები TESLA-ს დამტენებით აღიჭურვებიან – TECH INFORM

toyota

ამერიკული Tesla-ს მიერ შექმნილ დამტენების ინფრასტრუქტურას ახლა უკვე იაპონური გიგანტიც უერთდება. 2025 წლიდან Toyota-ს და Lexus-ის ელექტრომობილები Tesla-ს სტანდარტის დამტენებით აღიჭურვებიან.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რატომ მაინც და მაინც Tesla, მაგრამ პასუხის პოვნა არც თუ ისე ძნელია. საქმე ისაა, რომ Tesla მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც ავტომობილების წარმოების გარდა, ელექტროდამტენებსაც ამზადებს და ეს კომპანიისთვის სერიოზულ ბიზნესს წარმოადგენს.

ამას ცხადყოფს ისიც, რომ Tesla ამერიკაში ელექტროდამტენების რიგით მეორე უმსხვილეს ქსელს ფლობს, რომელიც 17 ათასზე მეტ “სუპერჩარჯერს” აერთიანებს, რომლის დახმარებით ელექტრომობილის ბატარეის 80%-ის დამუხტვა 15 წუთშია შესაძლებელი. სუპერჩარჯერების გარდა, ილონ მასკის კომპანია ჩვეულებრივ, უფრო ნელ დამტენებსაც ფლობს, რომლებიც, როგორც წესი, სასტუმროებთან, რესტორნებთან და ოფისებთან არის განთავსებული. წლის ბოლომდე, Tesla ელექტროდამტენების რაოდენობის მკვეთრ ზრდასაც პროგნოზირებს.

ამის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიები Tesla-ს ელექტროდამტენების სისტემას უერთდებიან. Toyota-ს გარდა, მომავალი წლიდან Ford-ის, General Motors-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Volkswagen-ის, Volvo-ს და Rivian-ის ელექტრომობილები Tesla-ს მიერ შექმნილი სისტემით აღიჭურვებიან, რაც მათ მფლობელებს Tesla-ს ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალებას მისცემს.

მთავარი უპირატესობა, რომელიც Tesla-ს მიერ შექმნილ NACS სტანდარტს აქვს, დამუხტვის სიჩქარე და ხელმისაწვდომობაა. აშშ-ის მასშტაბით Tesla-ს სისტემა ყველაზე პოპულარულია, რაც სხვა კომპანიებს ამ სტანდარტის არჩევისკენ უბიძგებს.

NACS-ის გარდა, ბაზარზე სხვა სტანდარტის დამტენებიცაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: ევროპული CCS და ჩინური GB/T, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე Tesla-ს სისტემა დომინირებს და ამიტომაც ვხედავთ სხვა კომპანიების NACS-ის სტანდარტზე გადასვლის ტენდენციას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები