მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს BP-ის მიერ TESLA-სგან $100 მილიონის ელექტროდამტენების შეძენა? – TECH INFORM

Tesla

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, BP-იმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის კომპანია Tesla-სგან 100 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროდამტენებსა და სწრაფ „სუპერჩარჯერებს“ ყიდულობს.

Tesla-ს ტექნოლოგიის დახმარებით, BP-ის სადგურებში დამონტაჟებული დამტენები ელექტრომობილების 80%-ით დამუხტვას დაახლოებით 20 წუთში შეძლებენ, რაც სტანდარტულ დამტენებთან შედარებით თითქმის სამჯერ უფრო სწრაფი მაჩვენებელია.

BP-ის, იგივე British Petroleum-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 105 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ძირითადად ნავთობისა და გაზის რეალიზაციითაა დაკავებული. მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელები კარგად აცნობიერებენ, რომ 2030 წლიდან დასავლური სამყარო ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე თითქმის სრულად გადაერთვება, რაც საწვავზე მოთხოვნას შეამცირებს, თუმცა ელექტროდამტენებზე მოთხოვნას გაზრდის.

Tesla-სგან დამტენების შესყიდვით BP-ის სწორედ ამ ტენდენციით სარგებლობა სურს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 21,000 სადგური აქვს, სადაც მას დამტენების განთავსება და ელექტრომობილებისთვის სპეციალური ზონის გამოყოფა შეუძლია.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრომობილის დამუხტვას გარკვეული დრო სჭირდება, ის 20-30-წუთიანი ფანჯარა კი BP-ისთვის დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მძღოლსა და მგზავრებს სხვა სერვისებიც შესთავაზოს, მაგალითად, კაფე ან დასასვენებელი სივრცე.

ცხადია, ამ თანამშრომლობით სარგებელს ილონ მასკის კომპანიაც იღებს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ელექტროდამტენების გლობალურ ბაზარზე ერთპიროვნულ ლიდერად იქცეს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები