მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში TESLA-ს გაყიდვები ისევ შემცირდა

მასკი tesla

მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები ისევ შემცირდა, ხოლო წინა წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვების სტატისტიკა ფაქტობრივად განახევრებულია.

ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, განსაკუთრებით DOGE-ის ხელმძღვანელობის პერიოდში. მართალია, მან პოლიტიკური კარიერა ამ მიმართულებით უკვე დაასრულა, თუმცა კომპანიისათვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი მაინც არსად გამქრალა.

უფრო კონკრეტულად, შვედეთში კლება 84%-ითა, დანიაში Tesla-ზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდებში რეგისტრაციის მაჩვენებელი 50%-ით არის შემცირებული. მარტივად რომ ვთქვათ, Tesla-სთვის ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ ბაზრებზე გაყიდვები მკვეთრად გაუარესებულია.

გაყიდვების საერთო მაჩვენებლის თითქმის 50%-ით შემცირების ფონზე, Tesla-სთან მიმართებით ინვესტორების მოლოდინები გაუარესებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები