მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ყველაზე მეტი, 17 დასვენების დღე გვაქვს - დეპუტატი

628b92ca01fcb
BM.GE
23.05.22 18:16
4637
პარლამენტში დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში მორიგი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ. კანონპროექტის ავტორი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპაში ისედაც ყველაზე მეტი - 17 დასვენების დღე აქვს და კიდევ ერთი დასვენების დღის დაწესება სარგებელს ვერ მოიტანს.

“წინადადების ავტორი ითხოვს 1 ივნისის უქმე დღედ გამოცხადდეს. ერთი შეხედვით კარგია უქმედ გამოცხადება, მაგრამ ინფორმაციისთვის მინდა მოგაწოდოთ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის ჩვენ გვაქვს დასვენების დღეების პიკი, მაქსიმუმია, საქართველოში გვაქვს 17 დასვენების დღე. სხვა ქვეყნებში ამაზე ბევრად ნაკლებია, არ მგონია დასვენებისთვის ბევრი დრო გვქონდეს ან რას იძლევა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ეს დასვენება,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტმა ინიციატივის განხილვაში მიღებაზე უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები