მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სარკინიგზო კოდექსებში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

რკინიგზა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ სარკინიგზო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებს.

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ არსებული საქართველოს სარკინიგზო კოდექსი ნაწილობრივ აწესრიგებს მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს, მათ შორის მათ უფლება-მოვალეობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რჩებოდა მგზავრთა უფლებებთან და მათ ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები.

ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის სათანადო გარანტიების შექმნა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი, როგორც რკინიგზის მგზავრთა უფლებები, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება სარკინიგზო გადაყვანის მომსახურებით სრულფასოვანი სარგებლობა.

საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება ხელს შეუწყობს სარკინიგზო სექტორში ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას, რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი სარკინიგზო დარგის რეფორმის მეორე ფაზას მოიცავს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს სარკინიგზო სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, ხორციელდება ცვლილებები“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

რა იცვლება საქართველოს სარკინიგზო კოდექსში? - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები