მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის შიში აქვთ" - სასტუმრო “არგე“

არგე

კახეთში, თელავის რაიონ სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „არგეს“ გენერალური მენეჯერი, ნინო პაპუნაშვილი BM.GE-სთან გასულ წელს აჯამებს და მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, კომპლექსი სოფელ რუისპირში 2018 წლიდან ოპერირებს და სარესტორნო სივრცეს, სასტუმროს, ღვინის მარანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმრო 32 ნომრისგან შედგება და ჯამში 90-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ამასთან, კომპლექსი მომხმარებლებს ღვინის დეგუსტაციას, ჭაჭის გამოხდასა და ქართულ, ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.

„ჩვენი დამსვენებლები პანდემიამდე ძირითადად რუსული და ევროპული ბაზარი იყო,ხოლო ქართველი დამსვენებელი ფაქტობრივად არ გვყავდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამდე 15 ნომერი გვქონდა და პანდემიის პერიოდში გავფართოვდით.

ხოლო, პანდემიის შემდეგ ქართველი დამსვენებლები მომრავლდნენ, ხოლო უცხოელი დამსვენებლების რიცხვმა იკლო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ტურისტი, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით ჭარბობს. დაბალ სეზონზე ერთი დღე-ღამით განთავსების ღირებულება, საუზმით 140 ლარიდან იწყება, ხოლო მაღალ სეზონზე ნომრის ფასი 270 ლარამდეა.

ზაფხულში, სეზონზე დამსვენებლებს შორის ისრაელელი ტურისტებიც არიან. საკმაოდ ცოტაა ევროპელი სტუმრები. ევროპელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის შიში აქვთ, გარემო პირობების გამო. კერძოდ, უკრაინის ომი, საქართველოში რუსი სტუმრების მასიური შემოდინება, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ.

2023 -ში დაახლოებით 70%-ით დატვირთული ვიყავით. წელს იმისდა მიუხედავად, რომ სექტორში დიდად საიმედო მდგომარეობა არ არის, Booking.ge-ზე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ჯავშნები გააქტიურებულია. განსაკუთრებით, ჩინელი სტუმრების მხრიდან. რაც ვფიქრობთ, რომ პირდაპირი რეისებითა და უვიზო მიმოსვლითაა განპირობებული,“-აცხადებს პაპუნაშვილი.

ინფორმაციისთვის, კახეთში, თელავის რაიონ სოფელ რუისპირში სასტუმრო „არგეს“ 2018 წლიდან ოპერირებს. სასტუმროს ადგილას, 1998 წლიდან ღვინის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომლის განახლება მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები