ევროპელი ლიდერები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 55 წლის ესპანელი ეკონომისტის, პაბლო ერნანდეს დე კოსის დანიშვნას განიხილავენ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ მმართველს, რომელმაც შესაძლოა, კრისტინ ლაგარდი 7 თებერვალს შეცვალოს.
არაფორმალური შეთანხმების ფარგლებში გერმანია ბანკის მთავარი ეკონომისტის პოსტზე პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს ბრუნერმაიერს წარადგენს, საფრანგეთი კი აღმასრულებელ საბჭოში საბაზრო ოპერაციების მიმართულებას ჩაიბარებს.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კაბინეტი ბრუნერმაიერის კანდიდატურას ოფიციალურად ოთხშაბათს დაამტკიცებს, რითაც მთავრობაში ფინანსთა მინისტრ ლარს კლინგბაილთან არსებულ უთანხმოებას დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ დამტკიცების შემთხვევაში დე კოსი გახდება პირველი ესპანელი, რომელიც ევროპის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.
ინფორმაციისთვის, დე კოსი უფრო რბილი მიდგომის მომხრედ მიიჩნევა, ვიდრე მისი ერთადერთი მეტოქე, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი.
























