მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევროპელი პოლიტიკოსები ახალგაზრდა ღორები არიან” - პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ დიპლომატიური პროცესი დაირღვევა და ომი შეთანხმებით ვერ დასრულდება, რუსეთი მეტ ტერიტორიას დაიკავებს, საბოლოოდ კი ყველა იმ დასახულ მიზანს მიაღწევს, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს გაჟღერდა.

„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით დისკუსიებში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“, — განაცხადა პუტინმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე.

მან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და ყურადღება პროცესში ევროპული სახელმწიფოების ჩართულობაზე გაამახვილა. როგორც ქვეყნის ლიდერი აცხადებს, მისთვის მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შუამავლობით წამოწყებულ პროცესში ჩარევა.

პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპასთან ომისთვის ქვეყანა მზად ნებისმიერ დროს იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ის შიშები, რომლებიც დასავლელ პოლიტიკოსებს აქვთ გაზვიადებულია და რუსეთი NATO-სთან ომს თავად არ აპირებს. სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები “ახალგაზრდა ღორებად” მოიხსენია და თქვა, რომ ომის საფრთხეზე მათი შეფასებები გაზვიადებულია.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას პუტინმა მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშიც ჩაიბარა. თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვნა პრეზიდენტს მოახსენა, რომ ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიების 19%-ს აკონტროლებს. ამასთან მან თქვა, რომ 2026 წელს საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გააქტიურდება და ამას ხელს თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 5%-მდე ზრდაც შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები