ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო-ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.