დღეს ევროპის დღეა და საქართველო ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად ხვდება. პირველად არის ქვეყანა ასე ახლოს და ამავე დროს ამ შანსის დაკარგვის ასეთი რისკის წინაშე. „დარჩით ევროკავშირის გზაზე" - მიმართავს პაველ ჰერჩინსკი საქართველოს და მოუწოდებს საქართველოს არ გაუშვას შანსი ხელიდან, როცა კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა!.