მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი

63b7eb6e1c9d4
მარიამ ვარადაშვილი
08.01.23 09:58
1659
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ევროპის ავიაციის 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ომიკრონისა და უკრაინის ომის პირობებში ავიაცია 2022 წელს 83%-ით აღდგა, რაც წლიურად 9.3 მლნ შესრულებული ფრენაა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით თითქმის 2 მლნ-ით ნაკლებია.

“უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიუხედავად, სექტორმა საკუთარი რეზისტენტობა აჩვენა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ ევროპის საჰაერო ტრაფიკი სრულად 2025 წელს აღდგება”, - აცხადებს Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი.


ევროპის TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი:


- ევროპაში შესრულებული ფრენებით Ryanair ლიდერობს, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. 2022 წელს ბიუჯეტური ავიაკომპანია დღიურად საშუალოდ 2536 ფრენას ასრულებდა;

- მეორე ადგილზეა easyJet, რომელიც გასულ წელს დღიურად საშუალოდ 1335 ფრენას ასრულებდა, რაც 20%-ით ჩამორჩება პანდემიამდე ნიშნულს;

- მესამე ადგილზეა Turkish Airlines 1245 შესრულებული ფრენით, რაც 7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ მაჩვენებელზე;

- მეოთხე ადგილს Lufthansa იკავებს 1058 ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 29%-ით ნაკლებია;

- მეხუთე ადგილზე კი Air France-ია დღიურად 953 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლებია;


საქართველოს ლიდერი ავიაკომპანია Wizz air ევროპის ბაზარზე მე-7 ადგილს იკავებს, ავიაკომპანია გასულ წელს დღიურად საშუალოდ 672 ფრენას ასრულდებდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.

რაც შეეხება აეროპორტებს, 2022 წელს სტამბოლის აეროპორტი ლიდერობს, საიდანაც დღიურად საშუალოდ 1156 რეისი სრულდებოდა. მეორე ადგილზე 1140 შესრულებული რეისით ამსტერდამის აეროპორტია, ხოლო მესამეზე პარიზის შალ დე გოლის აეროპორტი, საიდანაც გასულ წელს საშუალოდ 1122 ფრენა შესრულდა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ამ რეიტინგში ფრანკფურტის [1048 ფრენა] და ლონდონის [1042] აეროპორტები იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები