მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ფრენები და რა გავლენა იქონია აშშ-ირანის ომმა საავიაციო ინდუსტრიაზე

თვითმფრინავი

რატომ გაძვირდა ფრენები - ამ კითხვაზე ანალიტიკოსებს ორი ძირითადი პასუხი აქვს. ერთი მხრივ, მიზეზია უკრაინაში ომის დაწყება, მეორე მხრივ კი, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ესკალაცია, რამაც გლობალური ავიაცია უმძიმეს შოკში ჩააგდო. დაიხურა საჰაერო სივრცეები, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა საავიაციო საწვავი, რიგ კომპანიებს ჩამოერთვათ თვითმფრინავები და ზოგი ავიახაზი გაკოტრდა კიდეც.

ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავთ არამარტო იმას, რის გამო გამოძვირდა ბილეთების ფასები ასე, არამედ იმ ფინანსურ ზარალსაც, რაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში ნახა.

ზოგადად, საავიაციო ბიზნესი ისედაც უკიდურესად მყიფეა - აქ კომპანიების მოგების საშუალო წმინდა მარჟა ისტორიულად 4 პროცენტსაც კი იშვიათად აღემატება. ომმა ეს ბალანსი პირველივე დღეებში დაანგრია.

ყველაფერი ციმბირის სატრანზიტო დერეფნის ჩაკეტვით დაიწყო. ევროპული ქვეყნების მიერ რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვას მოსკოვმა მალე მოაყოლა საპასუხო ემბარგო. შედეგად, ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი გზა გაქრა. მაგალითად, ფინური Finnair-ის რეისები ჰელსინკიდან ტოკიომდე 9 საათიდან 13 საათ-ნახევრამდე გაიზარდა - ანუ ფრენას თითქმის 4 საათი დაემატა. იაპონიის ავიახაზების შემთხვევაში კი ლონდონი-ტოკიოს თითოეული რეისის განხორციელება ისე გაიწელა მანძილში, რომ კომპანიას დამატებით 20,000 დოლარზე მეტი ღირებულების საწვავის შესყიდვა უწევს.

ინდუსტრიის წინაშე არსებულ ამ კრიზისს წელს ახლო აღმოსავლეთის ომიც დაემატა. დღესდღეობით, ირანის, ერაყისა და ისრაელის თავზე ცის პერიოდული ჩაკეტვები ყოველდღიურად საშუალოდ 1,150 რეისის იძულებით გადამისამართებას იწვევს. ჯამურად, ავიაკომპანიებს ყოველდღიურად დამატებით 206 ათასი კილომეტრის გავლა და 600 ტონაზე მეტი ზედმეტი საწვავის დაწვა უწევთ.

ცხადია, მხოლოდ მარშრუტების ზრდა არ არის ფასების ზრდის მიზეზი. ომმა ენერგეტიკული ბაზარი დააყენა თავდაყირა და უმძიმესად უპირველესად ავიაციას დაარტყა.

ნავთობის გადამუშავების მარჟა - ეგრეთ წოდებული Crack Spread-ი, რომელიც წლების განმავლობაში ბარელზე 10-დან 12 დოლარამდე მერყეობდა, ომის პიკში 35 დოლარამდე გაიზარდა. ცალკეულ დღეებში კი 50 დოლარსაც კი გადააჭარბა. შედეგად, საავიაციო ნავთის ფასი ბარელზე 175 დოლარამდე ავიდა.

საბოლოოდ, ავიაკომპანიის ხარჯებში საწვავის წილი თუ ომამდე 23-25% იყო, ახლა 30-31%-ს აღწევს, ამან კი ინდუსტრიის წლიური საწვავის ხარჯი 215 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ეს კოლოსალური ხარჯი კომპანიებმა პირდაპირ მგზავრებს დააკსირეს. შეერთებულ შტატებში ავიაბილეთების ფასი ერთ წელიწადში 25.5%-ით არის გაზრდილი. Korean Air-მა საწვავის გადასახადი ერთ ბილეთზე 250 დოლარამდე გაზარდა, ხოლო ევროპულმა და აზიურმა გიგანტებმა ფასები პირდაპირ 10-15%-ით გაზარდეს.

გაზარდეს და შემცირდა მომხმარებლების რაოდენობაც. ამან კი რიგი კომპანიები გაბანკროტების წინაშე დააყენა. პანდემიისგან ისედაც დასუსტებული ავიახაზებისთვის აშშ-ირანის ომი უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. გაკოტრების პროცესი დაიწყო სკანდინავიურმა გიგანტმა SAS-მა. ლიკვიდაციაზე განაცხადი შეიტანეს: ნორვეგიულმა Flyr-მა, ბრიტანულმა Flybe-მ, კოლუმბიურმა Viva Air-მა და Ultra Air-მა, ასევე მექსიკურმა Aeromar-მა და ინდურმა Go First-მა. ასევე ბალტიის ავიახაზებმა.

უარყოფითია ვითარება საავიაციო კომპანიების აქციების კუთხითაც. ირანის ომის დაწყების შემდეგ საავიაციო ინდექსი NYSE Arca Airline-ი 85 პუნქტიდან 57-მდე ჩამოვიდა. Lufthansa-ს, Air France-KLM-ისა და IAG-ის აქციები 15-დან 30%-მდე გაუფასურდა, ხოლო რუსული „აეროფლოტის“ საბაზრო კაპიტალიზაცია განახევრდა.

ომმა საერთაშორისო ავიაცია სრულად მოარყია. მართალია, დღეს ამ ინდუსტრიის გლობალური წლიური შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა კომპანიებს ყოველი 100 დოლარიდან სულ რაღაც 3 დოლარი და 90 ცენტი რჩებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები