ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შემდეგი სამიტი შვიდ ნოემბერს უნგრეთში გაიმართება - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
EPC სამიტს, ამ კვირაში ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა, სადაც 47 ქვეყნის ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ.
ეს შესაძლებლობა შესაძლოა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გამოიყენოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ორბანის „სამშვიდობო მისიას“ ემთხვევა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ჩატარდება, რომელშიც შესაძლოა, ორბანის მოკავშირე, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.
2025 წელს სამიტს ალბანეთი უმასპინძლებს.