მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქალაქებშია ჰაერის ხარისხი ყველაზე უკეთესი და უარესი?

ევროპა

ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება ჯანსაღი გარემოსთვის კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ რისკად კვლავ რჩება.

კვლევა აჩვენებს, რომ დაბინძურების შესამცირებლად შემუშავებულმა პოლიტიკამ ბოლო სამ ათწლეულში ჰაერის ხარისხი გააუმჯობესა, თუმცა ევროპის ქალაქების ნაწილში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო დონეზე რჩება. EEA-ის ინფორმაციით, ევროპაში 4-დან 3 მოქალაქე ურბანულ ზონაში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხი სახიფათო დონეზეა.

გარემოს სააგენტოს კვლევა ჰაერის ხარისხის ინდექსს ევროპის 375 ქალაქს აერთიანებს და დაბინძურების დონეს ჰაერში გავრცელებული მყარი ნაწილაკებისა და PM2.5-ის კონცენტრაციის მიხედვით ზომავს. კვლევის მთავარი ფოკუსი იმ პოლუტანტებზეა, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ.

PM2.5 ნაწილაკებით დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შვედეთის ქალაქებში - უპსალასა და უმეაშია. ყველაზე ნაკლებად დაბინძურებულ ქალაქებში მოხვდნენ ფარო პორტუგალიაში, რეიკიავიკი ისლანდიაში და ოულუ ფინეთში.

ამასთან, ჯანმოს რეგულაციით, ჯანმრთელობის დასაცავად ჰაერში მყარი ნაწილაკების რეკომენდებული მაჩვენებელი მაქსიმუმ 5 მიკროგრამია, რასაც ევროპის მხოლოდ 13 ქალაქი აკმაყოფილებს. მათ შორისაა ოთხი დედაქალაქიც: რეიკიავიკი, ტალინი, სტოკჰოლმი და ჰელსინკი.

მეორე მხრივ, PM2.5 ნაწილაკებით დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - კუბურ მეტრზე 26.5 მიკროგრამი, ხორვატიის ქალაქ სლავონსკი-ბროდში ფიქსირდება, რაც არა მხოლოდ 50ჯერ აღემატება ჯანმოს მიერ დაწესებულ ზღვარს, არამედ სცდება ევროკავშირის წლიურ ლიმიტს, რომელიც 25 მიკროგრამს ითვალისწინებს და ბლოკმა 2008 წელს დაამტკიცა.

ევროპის რიგით მეორე, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ქალაქ ნოვი-სონჩში, პოლონეთშია, რომელიც EU-ს წლიურ ლიმიტს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება. ჰაერის ხარისხის ინდექსი ასევე მნიშვნელოვნად დაბალია იტალიურ ქალაქებში: კრემონა, ვიჩენცა, პადუა, ვენეცია და პიაჩენცა.

კვლევა EEA-ს წევრი ქვეყნის მონიტორინგის 500-მდე სადგურის მონაცემებს ეყრდნობა და ევროპული ქალაქების ჰაერის დაბინძურების 2022-2023 წლების საშუალო მონაცემებს ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები