მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქალაქს აქვს ყველაზე კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - ანგარიში

რომი

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ გავლენას ახდენს მოქალაქეების კმაყოფილებაზე იმ ქალაქის მიმართ, სადაც ცხოვრობენ.

ევროპის ქალაქებში ცხოვრების ხარისხის შესახებ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც ევროპის 83 ქალაქიდან 71 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ყოველი 10 მცხოვრებიდან დაახლოებით შვიდი კმაყოფილი იყო თავის ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით.

დედაქალაქებს შორის კმაყოფილების მაჩვენებელი 29%-იდან (რომსა და ტირანაში) 91%-მდე (ვენაში) მერყეობს. ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია სხვა ქალაქებს შორის, სადაც მაჩვენებლები იტალიის პალერმოში დაფიქსირებული 22%-იდან შვეიცარიის ციურიხში არსებულ 95%-მდე მერყეობს.

დედაქალაქების შეფასებისას იკვეთება გეოგრაფიული ტენდენცია: ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქალაქები საზოგადოებრივი ტრანსპორტით კმაყოფილების უფრო მაღალ დონეს აფიქსირებენ, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში კმაყოფილების მაჩვენებლები უფრო დაბალია.

მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით კმაყოფილებამ 85%-ს გადააჭარბა ჩრდილოეთის სამ დედაქალაქში - ჰელსინკიში, ოსლოსა და სტოკჰოლმში, რომლებსაც მცირედით ჩამორჩება კოპენჰაგენი 81%-იანი მაჩვენებლით.

ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი ამ რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც კმაყოფილების დონე შედარებით დაბალია და 56%-ს შეადგენს.

ექვს დედაქალაქში მცხოვრებთა ნახევარზე მეტი უკმაყოფილო იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით. ეს ქალაქებია: რომი, ტირანა, პოდგორიცა, ბელგრადი, ნიქოზია და სკოპიე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით კმაყოფილება ევროპის დედაქალაქებში (საერთო კმაყოფილება, %)

რეიტინგი დედაქალაქი საერთო კმაყოფილება (%)
1 ვენა 91%
2 ჰელსინკი 89%
3 ოსლო 88%
4 პრაღა 88%
5 ლუქსემბურგი 87%
6 სტოკჰოლმი 86%
7 ვარშავა 85%
8 ლონდონი 85%
9 ამსტერდამი 84%
10 ტალინი 83%
11 ბერლინი 82%
12 კოპენჰაგენი 81%
13 მადრიდი 76%
14 ბრიუსელი 75%
15 ლუბლიანა 74%
16 ბუდაპეშტი 74%
17 სოფია 73%
18 ზაგრები 73%
19 რიგა 72%
20 ბრატისლავა 71%
21 ათენი 71%
22 ვილნიუსი 71%
23 დუბლინი 71%
24 პარიზი 67%
25 ლისაბონი 62%
26 ანკარა 61%
27 რეიკიავიკი 56%
28 ვალეტა 56%
29 ბუქარესტი 54%
30 სკოპიე 47%
31 ნიქოზია 44%
32 ბელგრადი 44%
33 პოდგორიცა 37%
34 ტირანა 29%
35 რომი 29%

საზოგადოებრივი ტრანსპორტით კმაყოფილებაზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი ახდენდეს გავლენას. გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის იაფი, უსაფრთხო, მარტივად ხელმისაწვდომი, ხშირი და საიმედო (მოძრაობს განრიგის მიხედვით).

იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათ ქალაქში ხელმისაწვდომია, დედაქალაქებს შორის საგრძნობლად განსხვავდება - რიგაში დაფიქსირებული 48%-იდან ტალინში არსებულ 93%-მდე.

ფასების ხელმისაწვდომობის შეფასება შედარებით დაბალი იყო ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ოსლო, ჰელსინკი და სტოკჰოლმი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დედაქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით კმაყოფილების საერთო დონე ძალიან მაღალია.

ეს მაჩვენებლები არ ეფუძნება მგზავრობის ტარიფების რეალურ შედარებას, არამედ ასახავს მოქალაქეების სუბიექტურ აღქმას საკუთარ ქალაქებში.

ტარიფების ხელმისაწვდომობის შეფასება ასევე განსხვავებულია ევროპის ხუთ წამყვან ეკონომიკას შორის - ლონდონში არსებული 62%-იდან ბერლინში დაფიქსირებულ 81%-მდე. პარიზელთა თითქმის ორ მესამედს (66%) მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია.

უმეტესწილად, დედაქალაქების მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით უსაფრთხოების უფრო მაღალი განცდა აქვთ.

თუმცა, რომში მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (45%) მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა.

პარიზში ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ შვიდი (71%) მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა.

რომი ყველაზე დაბალი ქულები დააგროვა ოთხივე ძირითადი ინდიკატორის მიხედვით: უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, მოძრაობის სიხშირე და საიმედოობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები