საქართველოში ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი 7.4 ლარია, რაც 2.32 ევროს უდრის. ევროპის ბაზარზე ყველაზე ძვირი სიგარეტი ირლანდიაშია, სადაც საერთაშორისო აუდიტორული ფირმა KPMG-ის კვლევის თანახმად, ერთი შეკვრის საშუალო ფასი 16 ევროს, ანუ 51 ლარის ტოლია. ასევე განსაკუთრებით მაღალია სიგარეტის ფასი გაერთიანებულ სამეფოში 15.8 ევროს ოდენობით, ნორვეგიაში ის €14.4 ღირს, საფრანგეთში კი €12. გერმანიაში საშუალო ფასია 7 ევრო, იტალიაში €5.6, ესპანეთში კი 5.1 ევრო.
კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, სადაც სიგარეტის ფასი განსაკუთრებით მაღალია კონტრაბანდული, ფალსიფიცირებული ან სხვა ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარეტის რეალიზაციის ბიზნეს ინტერესი ყველაზე მაღალია. KPMG-ის კვლევის თანახმად, რომელიც ევროპაში კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარების ტენდენციებს შეეხება, ყველაზე ფართოდ მსგავსი კატეგორიის საქონელი საფრანგეთშია გავრცელებული, სადაც ადგილობრივი მოხმარების 38% სწორედ კონტრაბანდაზე მოდის. კვლევის თანახმად, საფრანგეთში 2024 წელს სულ 18.7 მილიარდი ღერი კონტრაბანდული სიგარეტი მოიხმარეს, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს 9.4 მილიარდი ევრო დააკარგვინა. დიდ ბრიტანეთში კონტრაბანდის წილი 26%-მდე გაიზარდა, ბელგიაში კი 15%-მდე.
მთლიანად EU-ში 2024 წელს 38.9 მილიარდი კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული სიგარეტის ღერი მოწიეს, რაც მთლიანი მოხმარების 9.2% იყო.
ევროპაში სიგარეტის საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით - KPMG-ის კვლევის თანახმად:
|
ქვეყანა |
შეკვრის საშუალო ფასი ევროში |
ფასი ლარებში |
|
ირლანდია |
€16.04 |
₾51.01 |
|
გაერთიანებული სამეფო |
€15.79 |
₾50.21 |
|
ნორვეგია |
€14.40 |
₾45.79 |
|
საფრანგეთი |
€12.07 |
₾38.38 |
|
ფინეთი |
€9.45 |
₾30.05 |
|
შვეიცარია |
€8.95 |
₾28.46 |
|
ბელგია |
€8.29 |
₾26.36 |
|
ნიდერლანდები |
€8.27 |
₾26.30 |
|
დანია |
€8.06 |
₾25.63 |
|
გერმანია |
€7.04 |
₾22.39 |
|
ავსტრია |
€5.96 |
₾18.95 |
|
შვედეთი |
€5.96 |
₾18.95 |
|
ჩეხეთის რესპუბლიკა |
€5.77 |
₾18.35 |
|
იტალია |
€5.58 |
₾17.74 |
|
უნგრეთი |
€5.50 |
₾17.49 |
|
მალტა |
€5.49 |
₾17.46 |
|
კვიპროსი |
€5.29 |
₾16.82 |
|
ესტონეთი |
€5.26 |
₾16.73 |
|
პორტუგალია |
€5.16 |
₾16.41 |
|
რუმინეთი |
€5.11 |
₾16.25 |
|
სლოვაკეთი |
€5.10 |
₾16.22 |
|
ლუქსემბურგი |
€5.09 |
₾16.19 |
|
ესპანეთი |
€5.08 |
₾16.15 |
|
სლოვენია |
€4.89 |
₾15.55 |
|
ლიტვა |
€4.50 |
₾14.31 |
|
ხორვატია |
€4.43 |
₾14.09 |
|
ლატვია |
€4.30 |
₾13.67 |
|
საბერძნეთი |
€4.17 |
₾13.26 |
|
პოლონეთი |
€4.10 |
₾13.04 |
|
მონტენეგრო |
€3.22 |
₾10.24 |
|
ბოსნია და ჰერცეგოვინა |
€3.14 |
₾9.99 |
|
ბულგარეთი |
€3.12 |
₾9.92 |
|
სერბეთი |
€3.10 |
₾9.86 |
|
კოსოვო |
€2.45 |
₾7.79 |
|
ალბანეთი |
€2.30 |
₾7.31 |
|
თურქეთი |
€2.08 |
₾6.61 |
|
მოლდოვა |
€2.04 |
₾6.49 |
|
ჩრდილოეთ მაკედონია |
€2.02 |
₾6.42 |
|
უკრაინა |
€1.66 |
₾5.28 |
|
ბელარუსი |
€0.72 |
₾2.29 |
KPMG-იმ კონტრაბანდული სიგარეტის ნაწარმის მოხმარების შესახებ კვლევა თამბაქოს საერთაშორისო კომპანია PMI-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის მიგნებების თანახმად, სიგარეტის უკანონო ბაზრის გაძლიერებას ხელს უწყობს საგადასახადო ტვირთის მკვეთრი ზრდა, რაც კრიმინალურ ქსელებს აძლევს შესაძლებლობას, დაბალ ფასად და რეგულაციის გარეშე გაავრცელონ სიგარეტი, მათ შორის ყალბი პროდუქცია.




























