მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ადამიანები ყველაზე დიდხანს?

ევროპა

2021 წლის მონაცემებით, ევროპაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80.1 წელია, თუმცა მთელს კონტინენტზე ამ რიცხვის განზოგადება არასწორია. ევროპის ოფიციალური სტატისტიკური ცენტრის, Eurostat-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კონტინენტური ევროპის სხვადასხვა რეგიონში სიცოცხლის ხანგრძლივობა 69-დან 85 წლამდე განისაზღვრა.

ევროპის 242 NUTS 2 რეგიონიდან (სისტემა, რომლის მიხედვითაც EU-ში ეკონომიკები იყოფა) სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მოკლე - 69.7 წელი - ბულგარეთის ქალაქ სევეროზაპაჟენშია, ყველაზე გრძელი - 85.4 წელი კი - მადრიდში, ესპანეთში.

ცხოვრების სტილის, განათლების დონისა და საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესება, ისევე როგორც ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს, ხოლო სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობა ამ ფაქტორების პრობლემურობაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, ევროპაში ქალები, საშუალოდ 5.7 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე - კაცები.

რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას ქვეყნების მიხედვით, ლიხტენშტაინში ის 84.4 წლით, შვეიცარიაში 83.9 წლით, ესპანეთში 83.3, ხოლო ფინეთში 83.2 წლით განისაზღვრა. ნორვეგიაში, ისლანდიასა და შვედეთში ადამიანები, საშუალოდ, 83.1 წელი ცოცხლობენ, მალტასა და იტალიაში კი 82.6 წელი.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, საქსტატის 2022 წლის მონაცემების თანახმად, 73,7 წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები