ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ინფორმაცია BMG-ის „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში შედგა. პარტია შეხვედრის შინაარსის შესახებ პრესრელიზის გავრცელებას არ აპირებს.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დღეს ეწვია. ალენ ბერსემ შეხვედრები გამართა ირაკლი კობახიხესთან, შალვა პაპუაშვილთან, ლევან იოსელიანთან და მაკა ბოჭორიშვილთან.
თავდაპირველად, უწყების ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. თუმცა, ახლა ეს ნაწილი ამოღებულია.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.