მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება

ოცნება
10.06.25 10:30
612

„ოცნების“ მთავრობამ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის შემცვლელად, მმართველი პარტიის წევრი ხატია წილოსანი წარადგინა. შესაბამისი განკარგულება 9 ივნისის თარიღით გამოქვეყნდა.

მთავრობის განკარგულებით, აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად ხატია წილოსანის კანდიდატურა ერთპარტიული პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს წარედგინა.

ხატია წილოსანი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით 2020 – 2024 წლებში X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები