მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპებისთვის

ყოველწლიურად ევროპაში საშუალოდ 160 000 ახალი სტარტაპი რეგისტრირდება. თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს, დამწყები ბიზნესების დაახლოებით 10% წარუმატებელია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექსპერტები ერთი მხრივ მნიშვნელობას ანიჭებენ სტარტაპერების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ გარემოს - სადაც ისინი მეტად განვითარებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ. ამის გათვალისწინებით, ბრიტანულმა კომპანია The Knoweldge Academy-მ უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ის ქალაქებია განხილული, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს ყველაზე კარგ შესაძლებლობას სთავაზობს. რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ ქალაქებს რეიტინგში მოსახვედრად და რომელი მათგანი დასახელდა სტარტაპებისთვის საუკეთესო ქალაქად?