ევროპის ტურისტულად აქტიური ქალაქები სულ უფრო მეტად იტვირთება. ტურისტულ ლოკაციებთან წლიდან წლამდე იმატებს მნახველების რიგები და ის ქალაქები, რომლებიც თითქმის ყველა მოგზაურის სიაში ხვდება, დამღლელიც კი ხდება. სინამდვილეში, ევროპაში ბევრად მეტია სანახავი, ვიდრე ის დიდი ქალაქები, რომლებიც გამორჩეული პოპულარობით სარგებლობენ - ესენი ძირითადად პატარა ქალაქები და სოფლებია, სადაც ამა თუ იმ ქვეყნის ავთენტური გარემო ყველაზე უკეთ შეიგრძნობა.