მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის წამყვანი ლოგისტიკური კომპანიებიდან სულ ერთი ან ორია შემოსული, ამიტომ სამუშაო ბევრია - ბოჭორიშვილი

ქეთი ბოჭორიშვილი

ევროპაში არსებულმა საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს შესახებ და თუ ისინი ბაზარზე არ შემოდიან, ე.ი. აქ დიდი გამოწვევებია, რომელსაც სწორედ მათთან ურთიერთობისას გადაჭრის საქართველო, - ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, საერთაშორისო კომპანიების მოზიდვით კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდება საქართველოს პოტენციალი ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების დარგში.

“ძალიან კარგი იქნება საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა, მათი შემოყვანით კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდება რა პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას. ევროპაში წამყვანი 10 ლოგისტიკური კომპანიიდან საქართველოში სულ ერთი ან ორია შემოსული, ამიტომ სამუშაო ძალიან ბევრია, კონკრეტულად ამ კომპანიებთან, რადგან სწორედ ამ კომპანიებს აქვთ საერთაშორისო გადაზიდვები და ის საერთაშორისო ტვირთები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, - დასძინა მან.

ქვეყნის პოტენციალზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადაბმულად, სინქრონულად და კოორდინირებულად მუშაობა.

“ჩვენთვის ლოგისტიკა და ტრანსპორტირება უმნიშვნელოვანესი დარგია. ჩვენს პოტენციალს ვერ ვითვისებთ.  საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მეზობელ ქვეყნებთან ერთად გახდეს  ერთ-ერთი დიდი მოთამაშე. თუ ჩვენ გავხდებით  სატრანზიტო დერეფანი, აუცილებელია გადაბმულად, კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმუშაოთ, თორემ შესაძლოა ჩიხი აღმოვჩნდეთ", - განმარტა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023–2030: ხედვები, მიზნები, ამოცანები, რისკები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები