2004 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრალური ბანკი საოპერაციო ზარალზე გავიდა და დანაკარგის მოცულობამ 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა.
ECB-ის ზარალზე გასვლა უცნაური რამაა და ის ისტორიაში სულ ერთი-ორჯერ თუ მომხდარა. ამ უჩვეულო მოვლენის განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის უეცარი გამკაცრება, ვალის მომსახურების გაძვირება და საპროცენტო შემოსავლების მოსალოდნელზე მეტად შემცირებაა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ზარალი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩანს და ის რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავს, ამიტომაც ინვესტორებს არ უნდა შეეშინდეთ და ცენტრალური ბანკის ზარალზე გასვლის გამო, ევროს გაყიდვა არ უნდა დაიწყონ.