მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს, 8-წლიანი მანდატის ამოწურვამდე დაახლოებით ცხრა თვით ადრე დატოვებს.

ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ლაგარდმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ევროზონის საპროცენტო განაკვეთების განმსაზღვრელ მმართველ საბჭოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას უკვე აცნობა.

ცენტრალურ ბანკს პრეზიდენტის წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. მმართველმა საბჭომ ლაგარდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი ოვაციებით გააცილა.

აღსანიშნავია, რომ ECB-ს პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ ვარაუდები თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ლაგარდს 2019 წლის ნოემბრიდან გამოჩენილი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. კოშტას თქმით, მმართველობის უწყვეტი გადაბარების უზრუნველსაყოფად, შემცვლელის დანიშვნის პროცესი დღესვე დაიწყება და შეფერხების გარეშე წარიმართება.

ევროკავშირის წესების თანახმად, ახალ პრეზიდენტს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით დაამტკიცებს. მანამდე კი კანდიდატურაზე რეკომენდაციას ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები გასცემენ, ხოლო კონსულტაციები ევროპარლამენტსა და ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოსთან გაიმართება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს სათავეში 2019 წლის ნოემბერში ჩაუდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები