მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ევროზონა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.25%-ზე უცვლელად დატოვა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებისა და ენერგომატარებელთა ფასების ზრდის ფონზე, მომდევნო თვეებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობაზე მიანიშნა.

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სადეპოზიტო განაკვეთი 2.25%-ზე შენარჩუნდა, ხოლო ერთდღიანი და ერთკვირიანი სესხების განაკვეთებმა, შესაბამისად, 2.65% და 2.40% შეადგინა.

ECB-ის შეფასებით, გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება, ხოლო ენერგეტიკული შოკის სრული ინფლაციური ზეგავლენა ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, ანალიტიკოსები წლის ბოლომდე განაკვეთის კიდევ ორჯერ გაზრდას პროგნოზირებენ, რაც სავარაუდოდ 9-10 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ ივნისში პირველად გაზარდა. თუმცა, მას შემდეგ გამოქვეყნებულმა ფასების, ხელფასების, ეკონომიკური აქტივობისა და ინფლაციური მოლოდინების ზომიერმა მონაცემებმა განაკვეთის სწრაფი შემდგომი ზრდის საჭიროება შეამცირა, რის გამოც ბანკი შენარჩუნების სტრატეგიაზე გადაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები