ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.50%-ზე უცვლელად დატოვა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებისა და ენერგომატარებელთა ფასების ზრდის ფონზე, მომდევნო თვეებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობაზე მიანიშნა.
მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სადეპოზიტო განაკვეთი 2.50%-ზე შენარჩუნდა, ხოლო სასესხო განაკვეთმა 2.65% შეადგინა.
ECB-ის შეფასებით, გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება, ხოლო ენერგეტიკული შოკის სრული ინფლაციური ზეგავლენა ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წინა შეხვედრაზე განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, თუმცა მიმდინარე თვეს კრისტინ ლაგარდის უწყებამ მონეტარული პოლიტიკის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
























