მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნეიტრალური ვერ დავრჩები“ - კრისტინ ლაგარდმა ECB-ს პრეზიდენტის ვადაზე ადრე დატოვების მიზეზი განმარტა

კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განმარტა, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას ვადაზე ადრე.

ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება დუმილის დარღვევისა და საჯარო პროცესებზე საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების სურვილს უკავშირდება. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თქმით, არსებულ რეალობაში იგი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.

„არ მგონია, რომ ნეიტრალურობის შენარჩუნება შევძლო. მე სიმართლე მაინტერესებს და ვხედავ, რომ სიმართლე ძალიან ხშირად ზიანდება, მას კი მცდარი ინტერპრეტაციები უპირისპირდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაგარდმა.

ცნობისთვის, კრისტინ ლაგარდის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის შემოდგომაზე იწურებოდა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს დაახლოებით ცხრა თვით ადრე დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები