მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ევროზონა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი ისევ 4.5%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, რაც მოსალოდნელი სცენარი იყო.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.

რაც შეეხება უშუალოდ 2024 წლის პროგნოზს, ECB-ის მოლოდინით, წელს ევროზონის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით. ინფლაციასთან მიმართებით ევროპის ცენტრალური ბანკი წლიურ 2.3%-იან CPI-ს მოელის.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკა აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც უცვლელად დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები