მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ევროზონა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 2%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, რაც მოსალოდნელი სცენარი იყო.

მართალია, ECB-ის ამ შეხვედრაზე არსებითად არაფერი შეცვლილა, თუმცა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონეტარული კომიტეტი მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთის დამატებით შემცირებისთვის ემზადება.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და წელს ის სამიზნე 2%-ის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები