საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა განაპირობებს.
ევროკავშირი სათავეს ჯერ კიდევ 1951 წლიდან იღებს, თუმცა თანამედროვე სახით ის 1993 წელს შეიქმნა. მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ ევროპის რეგიონს მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება მოუტანა, ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს რიცხვებშიც, რადგან პლანეტის ყველაზე განვითარებული ქვეყნების სიაში სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ლიდერობენ.
ამჯერად, ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგს შემოგთავაზებთ, მათი თანმიმდევრობა კი ეკონომიკის მოცულობის მიხედვითაა შედგენილი:
1. გერმანია
მშპ: $4.6 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $54,000
მოსახლეობა: 84.6 მლნ
ტერიტორია: 357,581 კმ2
2. საფრანგეთი
მშპ: $3.1 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $47,000
მოსახლეობა: 68.4 მლნ
ტერიტორია: 643,801 კმ2
3. იტალია
მშპ: $2.3 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $39,000
მოსახლეობა: 58.9 მლნ
ტერიტორია: 302,068 კმ2
4. ესპანეთი
მშპ: $1.6 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $34,000
მოსახლეობა: 48.6 მლნ
ტერიტორია: 505,370 კმ2
5. ნიდერლანდები
მშპ: $1.1 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $63,000
მოსახლეობა: 17.9 მლნ
ტერიტორია: 41,865 კმ2