საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის მიღწევის და საბჭოთა ინერციის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.
მთავარსარდალი ამბობს, რომ გათავისუფლებულ ქართულ ბიზნესს, ევროპული ბაზრის ასათვისებლად, რეალური პოტენციალი გააჩნია.
"ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაზე გადის. ევროპული კანონმდებლობა და სასამართლო ამ გათავისუფლების გზაა. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, ვერც სტაბილურობა იქნება, ვერც გრძელვადიანი ინიციატივა და ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს, ყოველგვარი ჩარევისგან. აჯანსაღებს მთლიანად ბიზნეს გარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას.
მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ, თქვენი წილები ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის დასათმობად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნესს, რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად", - განაცხადა უმაღლესმა მთავარსარდალმა.