მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპული მარში“ დაიწყო

ევრ

რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო. „გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ.

მოქალაქეები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და მსვლელობით „ევროპის მოედანზე” მიემართებიან.

მარშზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და ის ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

მარშის დასასრულს გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის 12 ვარსკვლავი საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში სიმბოლურად შეიკერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები