მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ეკონომიკური განწყობისა და დასაქმების მოლოდინების ინდიკატორები შემცირდა

ევროზონა

ევროკომისიის მონაცემებით, ნოემბერში ევროკავშირსა და ევროზონაში ეკონომიკური განწყობისა და დასაქმების მოლოდინების ინდიკატორები შემცირდა.

კერძოდ, ეკონომიკური განწყობის ინდიკატორმა ევროკავშირში - 0.5 პუნქტით, 96-მდე, ევროზონაში კი 0.7 პუნქტით, 95.8-მდე დაიკლო.

დასაქმების მოლოდინების ინდიკატორი ევროკავშირში 0.6 პუნქტით, 97.9-მდე შემცირდა, ხოლო ევროზონაში 1.3 პუნქტით, 96.8-მდე დაეცა. ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა გენერალური დირექტორატის განმარტებით, ორივე მაჩვენებელი გრძელვადიან საშუალო ნიშნულს, 100 პუნქტს ჩამორჩება.

რაც შეეხება მომხმარებელთა ნდობას, ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, ნოემბერში ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 0.8 პროცენტული პუნქტით, მინუს 16.5-მდე გაიზარდა, ევროზონაში კი 1 პროცენტული პუნქტით, მინუს 16.9-მდე გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ზრდისა, ორივე რეგიონში მომხმარებელთა ნდობა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მომხმარებელთა ნდობის მომდევნო წინასწარ შეფასებას ევროკომისია 21 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები