მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპული მარში“ დასრულდა

ეს

რესპუბლიკის მოედნიდან რამდენიმე საათის წინ დაწყებული მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა. „ევროპული მარში“ ევროპისადმი გზავნილის გაგზავნის მიზნით ჩატარდა.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და ის ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - მსვლელობაზე ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავდნენ.

მოქალაქეები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და მსვლელობით „ევროპის მოედანზე” მიემართებიან.

მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

ევროპის მოედანზე "ევროპული მარში" ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის გაშლით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები