მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები