მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული სამხედრო კომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება

სამხედრო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევა განსაკუთრებით დიდი სარგებლის მომტანი თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი ევროპული კომპანიებისთვის აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში Airbus-ის, Rheinmetall-ის, Leonardo-ს, Thales-ის, Rolls-Royce-ის, Safran-ის, Eaton-ის და BAE Systems-ის აქციების შეფასება მკვეთრად გაიზარდა, რაც ინვესტორების მხრიდან გაუმჯობესებული მოლოდინებით არის განპირობებული.

ზოგიერთ მათგანს, მაგალითად: Rheinmetall-ს, Leonardo-ს, Thales-სა და BAE Systems-ს წელს თითქმის 100%-იანი ზრდა აქვს, რაც თავდაცვის სექტორისათვის უჩვეულო შედეგია.

სამხედრო სექტორის აღმასვლა პირდაპირ კავშირშია ტრამპის მოთხოვნასთან, რომელიც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას აიძულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს თითქმის 2-ჯერ მეტის დახარჯვა მოუწევთ თავდაცვაზე, ვიდრე აქამდე.

ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ სისტემებს და იარაღებს ევროპული კომპანიებისგან შეიძენენ, რაც სექტორს სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

ზოგიერთმა NATO-ს წევრმა ქვეყანამ უკვე დააანონსა ახალი კონტრაქტები ზემოხსენებულ კომპანიებთან და სავარაუდოდ, ამ ქვეყნების რიცხვი დროსთან ერთად უფრო მეტად გაიზრდება, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თავდაცვის უზრუნველყოფა ევროპისათვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები